ახალიპირველი რაუნდის შედეგები 2027 წლის იანვარში

იცოდეთ ზუსტად, რამდენად კარგად საუბრობს თქვენი AI ქართულად

დამოუკიდებელი, ბრმა შეფასება, რომელსაც ქართულის მშობლიურად მცოდნე შემფასებელი აკეთებს. ჩატბოტების, ენობრივი მოდელებისა და ხმოვანი სისტემებისთვის.

50დავალება 7 კატეგორიაში
3AI სისტემა პირველ რაუნდში
150ბრმად შეფასებული პასუხი
ღიადავალებები და შეფასების წესები

რეიტინგი

50 ყოველდღიური დავალება, ბრმა შეფასება 1-დან 5-მდე ოთხი კრიტერიუმით

მეთოდოლოგია სრულად ღიაა

ჩამოტვირთეთ ყველა დავალება და შეფასების წესები და თავად გაიმეორეთ ტესტი

  1. 50 ყოველდღიური დავალებაოფიციალური წერილები, მესიჯები, რეცეპტები, ისტორია, გრამატიკა, პრაქტიკული საკითხები და თარგმანი
  2. ყოველი დავალება ახალ ჩატშიწინა პასუხები შემდეგზე გავლენას ვერ ახდენს
  3. ბრმა შეფასებაპასუხებს შემთხვევითი თანმიმდევრობით ვალაგებთ და ასოებით ვნიშნავთ. შემფასებელმა არ იცის, რომელი სისტემის პასუხს კითხულობს.
  4. ოთხი კრიტერიუმიგრამატიკა, ბუნებრიობა, სიზუსტე და დავალების შესრულება. ცალკე ვნიშნავთ პასუხებს, რომლებიც კომპანიას შეარცხვენდა.

პირველ რაუნდში შემოწმდა თითოეული სერვისის უფასო ან ნაგულისხმევი ვერსია (Claude-ის შემთხვევაში Haiku 5.5) და არა მათი საუკეთესო მოდელები. პირველ რაუნდს აფასებს ერთი შემფასებელი, მეორე რაუნდიდან შემფასებლების რაოდენობა გაიზრდება.

ყველა დავალება50 დავალება, 7 კატეგორია
  • OF01დაწერე ოფიციალური წერილი თბილისის მერიაში, სადაც ვითხოვ ჩვენს ქუჩაზე (ვაჟა-ფშაველას გამზირი) გარე განათების შეკეთებას. ორი თვეა, რაც საღამოობით ქუჩა სრულიად ბნელია.
  • OF02დამიწერე განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე, რომ ჩემი შვილი, მე-5 კლასის მოსწავლე, სხვა სკოლაში გადავიყვანო საცხოვრებელი ადგილის შეცვლის გამო.
  • OF03დამეხმარე, დავწერო საჩივარი ბანკში: ჩემი ბარათიდან ორჯერ ჩამოიჭრა 45 ლარი ერთი და იმავე შენაძენისთვის. მინდა თანხის დაბრუნება. ტონი იყოს თავაზიანი, მაგრამ მკაცრი.
  • OF04მომიმზადე მინდობილობის ტექსტის ნიმუში, რომლითაც ჩემს ძმას ვანდობ იუსტიციის სახლიდან ჩემი დოკუმენტების გამოტანას.
  • OF05დაწერე მოკლე და ოფიციალური განცხადება დამსაქმებლის სახელზე ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების მოთხოვნით, 10-დან 24 ივლისის ჩათვლით.
  • OF06მარტივი სიტყვებით ამიხსენი, რას ნიშნავს დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმება და როდის არის ეს საჭირო.
  • OF07წყლის ქვითარზე ამ თვეში 3-ჯერ მეტი თანხა მომივიდა, ვიდრე ჩვეულებრივ. დამიწერე წერილი კომპანიისთვის, სადაც ვითხოვ მრიცხველის შემოწმებას.
  • EV01დამიწერე თბილი სადღეგრძელო ბებიაჩემისთვის, რომელსაც 80 წელი უსრულდება. ის მასწავლებელი იყო და ყველა შვილიშვილს კითხვა თვითონ ასწავლა.
  • EV02კოლეგას მამა გარდაეცვალა. დამეხმარე, დავწერო მოკლე, გულწრფელი სამძიმრის მესიჯი.
  • EV03მეგობრის ქორწილში ვერ წავალ, რადგან იმ დღეს საზღვარგარეთ ვიქნები. დამიწერე თავაზიანი მესიჯი, რომ არ ეწყინოს.
  • EV04დამიწერე ფეისბუკ-პოსტი: ვყიდი ნახმარ მაცივარს, Samsung, 3 წლის, კარგ მდგომარეობაში, ფასი 600 ლარი, ვაკეში.
  • EV05ზედა სართულის მეზობელი ღამის 2 საათამდე ხმაურობს. დამიწერე მეგობრული, მაგრამ მკაფიო მესიჯი.
  • EV06დამიწერე მოკლე, რითმიანი ლექსი დედისთვის, დედის დღესთან (3 მარტი) დაკავშირებით.
  • EV07დამიგეგმე სამდღიანი საოჯახო მოგზაურობა კახეთში ორ ბავშვთან ერთად: რა ვნახოთ, სად გავჩერდეთ და რა ვჭამოთ.
  • RC01მომწერე იმერული ხაჭაპურის რეცეპტი ოთხი კაცისთვის: ინგრედიენტები ზუსტი რაოდენობით და მომზადება ნაბიჯ-ნაბიჯ.
  • RC02როგორ გავაკეთო ჩურჩხელა სახლის პირობებში? რა მჭირდება და რამდენი ხანი სჭირდება გაშრობას?
  • RC03მომეცი ჩაქაფულის რეცეპტი. ტარხუნა არ მაქვს, რით შემიძლია შევცვალო?
  • RC04სუფრისთვის ბადრიჯანი ნიგვზით მინდა გავაკეთო 12 კაცზე. რამდენი ბადრიჯანი და ნიგოზი დამჭირდება?
  • RC05როგორ მზადდება ლობიო ქოთანში ტრადიციული წესით? რომელი ლობიო ჯობია და რა სანელებლები?
  • RC06ხინკალს რომ ვხვევ, ცომი სულ მეხევა. რას ვაკეთებ არასწორად?
  • RC07მწვანე ტყემლის საწებლის რეცეპტი მომწერე და როგორ შევინახო ზამთრამდე.
  • HI01მოკლედ მომიყევი დიდგორის ბრძოლის შესახებ: როდის მოხდა, ვინ იბრძოდა და რატომ იყო მნიშვნელოვანი.
  • HI02ვინ იყო თამარ მეფე და რით არის ცნობილი მისი მეფობის პერიოდი?
  • HI03ამიხსენი, რა განსხვავებაა ასომთავრულს, ნუსხურსა და მხედრულს შორის.
  • HI04რა მოხდა 1989 წლის 9 აპრილს თბილისში და რატომ არის ეს დღე მნიშვნელოვანი?
  • HI05ათი წლის ბავშვისთვის გასაგებად მოუყევი ილია ჭავჭავაძის ცხოვრების შესახებ.
  • HI06რაზეა „ვეფხისტყაოსანი“? მოკლე შინაარსი და მთავარი გმირები.
  • HI07რატომ არის მცხეთა მნიშვნელოვანი საქართველოს ისტორიისთვის? ჩამოთვალე მთავარი ძეგლები.
  • GR01გაასწორე გრამატიკული შეცდომები: „მე დავწერე წერილს და გავგზავნე მეგობარმა, მაგრამ ის არ მიიღო.“ ამიხსენი, რა იყო არასწორი.
  • GR02ზმნა „წერა“ უღლე წარსულ დროში (წყვეტილი) ყველა პირსა და რიცხვში.
  • GR03სიტყვებით დაწერე: 1 987 ლარი, 342 მოსწავლე, 76 წელი, 2026 წლის 15 ნოემბერი.
  • GR04ამიხსენი განსხვავება „მიყვარს“-სა და „ვუყვარვარ“-ს შორის და მოიყვანე სამ-სამი მაგალითი.
  • GR05გადაწერე თქვენობით, ოფიციალური ტონით: „გამარჯობა, ხვალ მოდი ოფისში, დოკუმენტები წამოიღე და დამირეკე სანამ მოხვალ.“
  • GR06მარტივად ამიხსენი, როდის ვიყენებთ მოთხრობით ბრუნვას (-მა, -მ) და მომეცი ხუთი მაგალითი.
  • GR07გაასწორე ორთოგრაფია და პუნქტუაცია: „გუშინ მაღაზიაში ვიყავი და ვიყიდე პური რძე და ყველი მერე სახლში მივედი და ვივახშმე ჩემ ოჯახთან ერთად.“
  • PR01როგორ დავრეგისტრირდე ინდმეწარმედ საქართველოში და რა დოკუმენტები მჭირდება?
  • PR02როგორ გავიგო, რომ ტელეფონით ბანკის სახელით თაღლითი მირეკავს? რა არ უნდა ვუთხრა არასდროს?
  • PR03მარტივად ამიხსენი, როგორ მუშაობს საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სქემა და რამდენს ვიხდი მე და დამსაქმებელი.
  • PR04შემიდგინე ერთი კვირის საყიდლების სია ოთხსულიანი ოჯახისთვის 300 ლარის ფარგლებში.
  • PR05ნაბიჯ-ნაბიჯ ამიხსენი, როგორ მოვამზადო ახალი სმარტფონი ჩემი 70 წლის დედისთვის, რომ მარტივად გამოიყენოს.
  • PR06აივანზე პომიდვრის მოყვანა მინდა. რა ჯიში ავირჩიო, როდის დავრგო და როგორ მოვუარო?
  • PR07ხვალ გასაუბრება მაქვს ბანკში ოპერატორის პოზიციაზე. რა კითხვებს დამისვამენ და როგორ ვუპასუხო?
  • TR01ბუნებრივ ქართულად თარგმნე: "Dear Mr. Smith, thank you for your prompt reply. We would be glad to schedule a meeting next week at your convenience. Kind regards."
  • TR02თარგმნე ქართულად: «Уважаемые жильцы! В связи с ремонтными работами горячая вода будет отключена с 10 по 12 марта. Приносим извинения за неудобства.»
  • TR03ამიხსენი, რას ნიშნავს ანდაზა „ძმა ძმისთვისაო, შავი დღისთვისაო“ და როდის იყენებენ.
  • TR04ორ წინადადებაში შეაჯამე: „თბილისის მეტრო 1966 წელს გაიხსნა და საბჭოთა კავშირში მეოთხე იყო. დღეს ის ორი ხაზისგან შედგება, 23 სადგურით, და დღეში ასობით ათას მგზავრს ემსახურება. ბოლო წლებში განახლდა მატარებლები და დაინერგა ბარათით გადახდა.“
  • TR05მარტივ ქართულად გადმოეცი: "Take one tablet twice daily after meals. Do not exceed the recommended dose. Keep out of reach of children."
  • TR06ინგლისურად თარგმნე და შეინარჩუნე თბილი ტონი: „ძვირფასო ნინო, გილოცავ დაბადების დღეს! გისურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და ბევრ სიხარულს. შენი მეგობარი, გიორგი.“
  • TR07მარტივი, ყოველდღიური ენით გადმოეცი: „განმცხადებელი ვალდებულია, განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში განცხადება განუხილველი დარჩება.“
  • TR08რას ნიშნავს გამოთქმა „ცხვირი ჩამოუშვა“? მოიყვანე ინგლისური შესატყვისიც.

რას ამბობს კვლევა

~25%

ენობრივი მოდელები ყველაზე ხშირად მოთხრობით ბრუნვაში (-მა/-მ) ცდებიან. 2026 წლის კვლევაში შვიდმა მოდელმა სწორი ფორმა საშუალოდ შემთხვევების მხოლოდ დაახლოებით მეოთხედში აირჩია.

შემოწმდა მცირე კვლევითი მოდელები და არა ChatGPT, Gemini ან Claude. სწორედ ამიტომ ვამოწმებთ მათ ჩვენ.

Gallagher & Heyer, InfAI Leipzig, 2026

ტესტი არ არსებობს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრების თქმით, ქართულს აკლია ტესტები, რომლებიც შეაფასებს, რამდენად კარგად ამუშავებენ ენობრივი მოდელები ქართულ ტექსტს.

მათი კვლევა ლოგიკურ ამოცანებს ამოწმებს. ჩვენი ტესტი ამოწმებს, რამდენად სწორად წერს AI ქართულად.

Koberidze, Elizbarashvili & Tsintsadze, Tbilisi State University, 2025

აუდიტი თქვენი ბოტისთვის

თუ თქვენი ჩატბოტი ან ხმოვანი ასისტენტი მომხმარებელს ქართულად ესაუბრება, გაიგეთ, რამდენად სწორად აკეთებს ამას

რას მიიღებთ

  • 200 დავალება თქვენი სფეროდან: თქვენი მომხმარებლების რეალური კითხვები
  • ყველა შეცდომა კონტექსტში, გასწორებით და მარტივი ახსნით
  • ქულები კატეგორიებით: გრამატიკა, ბუნებრიობა, სიზუსტე, დავალების შესრულება
  • რეკომენდაცია: რომელი მოდელი და პარამეტრები ჯობია ქართულისთვის
  • კონკრეტული გამოსწორებები: სისტემური ინსტრუქციები და შემოწმების სია

დამოუკიდებლობა. საჯარო რეიტინგი არ იცვლება იმის მიხედვით, ვინ არის ჩვენი კლიენტი.

კონფიდენციალურობა. აუდიტის შედეგებს მხოლოდ თქვენ ხედავთ და ისინი საჯარო რეიტინგში არ ხვდება.

საცდელი შემოწმებათქვენი ბოტის შემოწმება 20 კითხვით და მოკლე შედეგი
უფასო
სრული აუდიტი200 კითხვა, ბრმა შეფასება, სრული ანგარიში
$650
ხმოვანი სისტემებიმეტყველების ამოცნობა (STT) და ხმის სინთეზი (TTS) ქართულ აუდიოზე
+$350
კვარტალური გადამოწმებაახალი მოდელების გამოსვლისას თავიდან ვამოწმებთ
$225 თვეში
კვლევა AI კომპანიებისთვისდამოუკიდებელი შეფასება ქართულის მხარდაჭერისთვის
$1,500-დან

მიიღეთ შედეგები პირველებმა

პირველი რაუნდის შედეგები 2027 წლის იანვარში გამოქვეყნდება. ჩაეწერეთ სიაში და შედეგებს ელფოსტით გამოგიგზავნით საჯარო გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე.

თითო რაუნდზე ერთი წერილი. გამოწერის გაუქმება ერთი დაწკაპებით.